ევროპის 5 ქვეყანა ლუკაშენკოს არ აღიარებს

23 სექტემბერი 2020, 18:10 802 ნახვა

სლოვაკეთი ევროკავშირის წევრი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა ბელარუსის პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკოს აღიარებაზე.  ამის შესახებ ტვიტერში სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან კორჩოკმა დაწერა. 

„ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომლის ინაუგურაცია დღეს გაიმართა, არ აქვს არავითარი ლეგიტიმურობა, რათა მის ქვეყანას უხელმძღვანელოს“- წერს კორჩოკი და აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ბელარუსელ ხალხს.  ბელარუსის  კანონიერ პრეზიდენტად ალექსანდრე ლუკაშენკოს არ აღიარებს ასევე ლიეტუვა, ესტონეთი, ლატვია და გერმანია.

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ამბობს, რომ ბელარუსში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ ყოფილა, ამიტომაც შედეგებიც უკანონოა. ამ უდავო ფაქტს ვერც პომპეზური  და ვერც თუ გინდ ფარული ინაუგურაცია ვერ  შეცვლის-წერს ნაუსედა ტვიტერზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი