სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა

22 სექტემბერი 2020, 16:56 1330 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, სოფელ დიღომში, დაბადების დღესთან დაკავშირებული ახალი კლასტერი ჩამოყალიბდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება.

„გვაქვს თბილისში კლასტერი, სოფელ დიღომში. ეს იყო დაბადების დღესთან დაკავშირებული, როგორც მე მაქვს ინფორმაცია. კლასელები, ოღონდ არა ახალგაზრდები, შეიკრიბნენ, შესაბამისად, მოხდა ინფიცირება. მათი ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, თვითონ ესენიც გამოკვლეულები არიან და სტაბილიზირებულია ვითარება ამ ეტაპზე,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში