კორონავირუსით 23-ე პაციენტი გარდაიცვალა

22 სექტემბერი 2020, 16:01 1763 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 23-ე პაციენტი დღეს გარდაიცვალა. ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა. 

"სამწუხაროდ, გვყავს 23-ე გარდაცვლილი. საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოყვანილი პირი. თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე",- განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში covid-19-ით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი ბათუმში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი