წყლის პრობლემა შუახევის სოფლებში

22 სექტემბერი 2020, 11:00 1787 ნახვა

შუახევის სოფლებში უწყლობის პრობლემაზე საუბრობს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის სოსლან ზოიძის განცხადებით, სოფელ ფურტიო- ბუთურაული-ნენიის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი დაიხარჯა, მოსახლეობას კი რეზერვუარიდან წყალი  მაინც არ მიეწოდება. 

ზოიძის ინფორმაციით,  იგივე პრობლემა აწუხებთ ნიგაზეული-ჩანჩხალოს მცხოვრებლებსაც, მაშინ როცა  ზოიძის თქმით, წყალსადენის  მშენებლობა გასულ წელს დასრულდა.  დეპუტატი შექმნილ მდგომარეობაში შუახევის მერს და  ახლა უკვე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ- ფრიდონ ფუტკარაძეს  ადანაშაულებს.

ბრალდების ადრესატმა მაუწყებელს კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა, მერის მოადგილემ  კი განმარტა, რომ ფურტიო- ბუთურაული- ნენიის წყალსადენის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, რაც შეეხება ნიგაზეული-ჩანჩხალოს წყალსადენს,  ომარ ტაკიძე საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ  მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი