აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ტიტანური შრომისა ძალისხმევის ფასად ახერხებს სიტუაციის სტაბილიზაციას - “ევექსის” ექიმი თერაპევტი სოფო ბერიძე

21 სექტემბერი 2020, 18:18 10822 ნახვა

ექიმი სოფო ბერიძე, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით ინფორმაციას ხშირად აწვდის ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემა მზაობით შეხვდა ამ გაზრდილ ნაკადებს. კლინიკებში გასულ დღე - ღამესთან შედარებით გამოჩნდა ადგილები, დაჩქარდა უსიმპტომო პაციენტების სასტუმროში გადაყვანა, რაშიც აქტიურადაა ჩართული აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო.

დადასტურებულ ინფიცირებულებს სწრაფად აკითხავენ, სიმპტომურებს უკეთდებათ კომპიუტერული ტომოგრაფია და პასუხზე დაყრდნობით ხდება მათი გადანაწილება სასტუმროსა თუ ჰოსპიტალში.

გადაუდებელი სასწრაფო დახმარება ოპერატიულად ახდენს რეაგირებას ყოველ გამოძახებაზე. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდაში ის განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს რადგან რეგიონში ტურისტულ სეზონზე მობილობა გაზრდილი იყო.

მისივე განმარტებით, საჭიროა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მართვა, დატრენინგებული ოჯახის ექიმის საშუალებით. საზოგადოებამ კი უნდა იცოდეს, რა არის საგანგაშო სიმპტომი და როდის უნდა ჩაიტარონ ტესტირება.

„ის რომ ჩვენი რესურსი არ ეყოფოდა გაზრდილ ნაკადებს გასამკლავებლად გასაკვირი არ არის ამერიკის და ჩინეთის ჯანდაცვაც ვერ გაწვდა ამას. ამიტომ მნიშვნელოვანია უსიმპტომო პაციენტების მართვა, ამიტომ ხდება მათი მობილობა სასტუმროებში რათა საწოლფონდი გაწვდეს როგორც კოვიდიან, ასევე ინფაქტიან პაციენტებს", - აცხადებს "ევექსის" თერაპევტი.

მისივე თქმით, საყოველთაო ტესტირების შემდეგ კლინიკებს ერთბაშად დიდი ნაკადის შედინებამ გამოიწვია რეგიონი შვიდი დღის განმავლობაში ტესტირებისა და პასუხების მიღების კუთხით კოლაფსი.

''საყოველთაო ტესტირების მოდელი, ცუდი არ იყო, მაგრამ ამ მოდელმა მიგვიყვანა იქამდე, რომ გამოვლინდა ერთბაშად ბევრი შემთხვევა და ხალხმა დაიწყო შფოთვა იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნებრივია შენს გვერდით მყოფს როცა დაუდასტურდება შენ იწყებ ძებნას გაქვს თუ არა კოვიდი, ხართ თუ არა ინფიცირებული. ერთბაშად დიდი ნაკადი მიაწყდა კლინიკებს ტესტირებისთვის. შვიდდღიანი კოლაფსის პერიოდში ვიყავით ტესტირების და ტესტებზე პასუხი მიღების კუთხით„ - ამბობს სოფო ბერიძე.

ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ახლა მთავარია ხალხის მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. მაქსიმალური იზოლაციისკენ. ჩაკეტვაზე ადრე ვსაუბრობდით, ახლა აჭარის ჩაკეტვას აზრი არ აქვს, უმჯობესია სხვა რეგიონები ჩაიკეტოს. ჩვენ გვექნება არა ჯოგური, არამედ კარგი პოპულაციური იმუნიტეტი'' - ამბობს ექიმი სოფო ბერიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი