ანგარიში წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე

21 სექტემბერი 2020, 10:21 983 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთად არჩევნებისთვის" შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზეა საუბარი. ანგარიშში მოხვდა პატრიოტთა ალიანსის მიერ გავრცელებული ვიდეო, რომელიც ორგანიზაციის კვლევით, შეიცავდა დაშინების  პროპაგანდას, ასევე მოხვდა რამდენიმე პარტიის სააგიტაციო მასალის უკანონოდ ჩამოხევის ფაქტები, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ქართული ოცნების ახალციხის მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრაში მონაწილეობის ფაქტი, რაც კანონით იკრძალება და ასევე დაფიქსირებულია ოზურგეთის საოლქო საარჩევნო უბნიდან ოპოზიციური პარტიის უკანონოდ გაძევების ფაქტი.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში