ევროსაბჭოს განცხადება 8 ოქტომბრის არჩევნებზე

10 ოქტომბერი 2016, 00:00 1828 ნახვა

''მიუხედავად ბრალდებებისა და ძალადობის ფაქტებისა, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი და კარგად ადმინისტრირებული იყო” - ამის შესახებ ევროსაბჭოში განაცხადეს. საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემაჯამებელ შეფასებაში ნათქვამია, რომ 8 ოქტომბრის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები საქართველოში თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა განცხადებაში დარღვევების რამდენიმე ფაქტზეც არის საუბარი. აქვე წინასაარჩევნო პერიოდის დროს, კანდიდატებისა და ამომრჩევლების მისამართით მიუღებელ საქციელზეც არის ყურადღება გამახვილებული. ევროსაბჭო მოუწოდებს ქართულ მხარეს არ განმეორდეს მსგავსი შემთხვევები. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის შეფასებით, პარტიების დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი დისბალანსი დაფიქსირდა. განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს დელეგაცია მეორე ტურამდე საარჩევნო პერიოდს დააკვირდება და მაჟორიტარულ ოლქებში შედეგებს დაელოდება. ევროსაბჭოს ოფიციალურ განცხადებაში ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა შეფასებებია მოყვანილი, რომლის თანახმად, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის კუთხით ლიდერია. მედია ლანდშაფტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ საერთო ჯამში გარემო პლურალისტული იყო, თუმცა ზოგიერთმა მაუწყებელმა არჩევნების გაშუქებისას ბალანსის დაცვა ვერ შეძლო.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი