დაგვიანებული პასუხები ტესტებზე – მოქალაქეების პრეტენზიები

19 სექტემბერი 2020, 12:04 2136 ნახვა

მოქალაქეები სოციალურ ქსელში კოვიდ-19 ის ტესტის დაგვიანებულ პასუხებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მოქალაქე  წერს, რომ  კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხს რამდენიმე დღე ელოდნენ. როგორც განმარტავს,  ადგილობრივმა უწყებებემა ვერ მიაწოდეს დროული ინფრომაცია, რის გამოც მიმართეს  თბილისის ლუგარის ლაბორატორიას, პასუხი კი აღმოჩნდა დადებითი. რის შემდეგაც, როგორც აღნიშნავს, ოჯახის წევრები საკუთარი სახსრებით სამკურნალოდ ქუთაისში გადაიყვანეს. მკურნალობის დაწყებიდან მხოლოდ მე-3 დღეს გაგებინეს პასუხი ბათუმის ლაბორატორიიდან.  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ტესტის პასუხები გვიანდებოდა თუმცა, ამბობენ, რომ ახლა ეს პრობლემა მოგვარდა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ  ფაქტს, განმარტავენ, რომ არ იცნობენ  ამ შემთხვევას და მას აუცილებლად გამოიკვლევენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში