საიას ანგარიში

17 სექტემბერი 2020, 18:45 1366 ნახვა

საია მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს 1 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდში. ასევე კვლევაში, აღნიშნულია, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სადამკვირვებლო მისიისთვის ძალადობრივი ქმედებისა და არჩევნების წინა პერიოდში დაძაბული გარემოს შექმნას. კვლევაში ცალკეა გამოყოფილი აჭარის ცალკეული შემთხვევები, ამომრჩევლების შესაძლო მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და წინასაარჩევნოდ სპორტსმენების მობილიზების შესახებ. საია მოუწოდებს ხელვაჩაურის მერიას, შეისწავლოს საკუთარი თანამშრომლების სამსახურში არყოფნის მიზეზები, განსაკუთრებით კი, მათი მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენაზე დასწრების საკითხი. საუბარია, ლელოს მიერ ჰუმანიტარული დახმარებების გაცემისა და დევნილთა დახმარების ფაქტების შესახებ. მსგავს ფაქტად მოყვანილია ბათუმის თეატრის თანამშრომლებისთვის სურსათის დარიგება „პატრიოტთა ალიანსის მიერ. საია ასევე საუბრობს ბათუმის მერისა და ვიცე მერის  გადადგომასთან დაკავშირებითაც.  დოკუმენტში ასევე საუბარია პატრიოტთა ალიანსის მიერ ბანერის განთავსებაზე, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები და დატვირთვა ჰქონდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი