ბათუმის სამშობიაროში კოვიდინფიცირებული 12 ორსული მკურნალობს, ინფექციურში - 16 მოზარდი

17 სექტემბერი 2020, 18:00 1039 ნახვა

ეპიდემიოლოგების ყურადღების ცენტრში კვლავ აჭარაა, რეგიონში ბოლო 24 საათში 126 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით  კი 179. კოვიდ დადებით პაციენტებს აჭარაში 7 კლინიკა იღებს, მათი რიცხვი ვინც საავადმყოფოში მკურნალობს 345 -მდე გაიზარდა. 187 ინფიცირებული კი კოვიდკარანტინშია გადაყვანილი. ყველაზე მეტი 154 პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, აქ არსებულ ვითარებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი გაეცნო. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, რეგიონში სამედიცინო რესურსის პრობლემა არ არის და საჭიროების შემთხვევაში არსებულ კლინიკებს ბაუც დაემატება. კოვიდ 19 დაუდასტურდა ევექსის ბათუმის პოლიკლინიკის  3  თანამშრომელს. რის გამოც კლინიკაში დროებით პაციენტების  მიღება  შეწყდა. ასევე ორი შემთხვევაა გამოვლენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, რის გამოც ის მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში