ენმ - ''ძალა ერთობაშია'' რესპუბლიკურ პარტიასთან ბლოკს ქმნის

17 სექტემბერი 2020, 14:02 1299 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - ''გაერთიანებული ოპოზიცია'' რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად იბრძოლებს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ რეგიონში ბლოკი შექმნა და უსკოში უკვე დაარეგისტრირა. 

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში განცხადება „ ნაციონალური მოძრაობისა“  და რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებმა სხვა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მიიტანეს. ''ნაციონალური მოძრაობა'' -გაერთიანებული ოპოზიცია - რესპუბლიკური პარტია „ ამ დროისთვის უსკოში ერთადერთი რეგისტრირებული ბლოკია. აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში ბლოკების წარდგენის  ვადა ხვალ იწურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში