საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

17 სექტემბერი 2020, 10:50 1918 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2937-ს შეადგენს - ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 1422 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში დაფიქსირდა.

"179 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: აჭარა-126, იმერეთი 16, თბილისი-15, სამეგრელო-ზემო სვანეთი 7, მცხეთა მთიანეთი-7, გურია-4, კახეთი-4.

ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს. მათგან 9 კრიტიკულად მძიმე პაციენტია"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში