ბათუმში აქტიური თერმოსკრინინგი იწყება, აჭარის ჩაკეტვა არ იგეგმება - თორნიკე რიჟვაძე 

16 სექტემბერი 2020, 14:22 1632 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ბათუმში აქტიური თერმოსკრინინგი იწყება და ამისთვის ქალაქის ტერიტორიაზე შესაბამისი პუნქტები განთავსდება. 

თორნიკე რიჟვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ რეგიონის ცაკეტვა ან კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. 

ბათუმში იმყოფებიან ვიცე-პრემეირი და ჯანდაცვის მინისტრი, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

''ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად ბათუმი არის მთავარი და საყურადღებო კერა. ყველა გამოვლენილ შემთხვევაზე ხდება რეაგირება და პროტოკოლით დადგენილი ზომების გატარება. 

ჩვენ  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს თერმოსკრინინგი მთელ ქალაქში. მოეწყობა პუნქტები. ეს არ ნიშნავს დამატებითი საკარანტინე ღონისძიებების შემოღებას. ბათუმი და აჭარა არ იკეტება და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ განიხილება. 

მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, რომ  დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები და მაქსიმალურად შევეცადოთ მობილობა იყოს ნაკლები. 

ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში დინამიკა გამოსწორდება და გვექნება დამაიმედებელი ეპიდემიოლოგიური სურათი'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

დღეს აჭარაში კორონავირუსის 144 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში