კორონავირუსის 124 ახალი შემთხვევა აჭარაში

15 სექტემბერი 2020, 18:55 466 ნახვა

ახალი ანტირეკორდი საქართველოში და კლინიკების მობილიზება კოვიდინფიცირებული პაციენტების მისაღებად. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დადასტურებული 170 შემთხვევიდან 124 აჭარაზე მოდის. მედიკოსები დადასტურებულ შემთხვევებს კლასტერებად აღარ ყოფენ, თუმცა ცნობილია, რომ კოვიდ 19 დაუდასტურდა სათნოების სავანის 5 ბენეფიციარსა  და 1 თანამშრომელს, 4 მედიკოსს, 3 პედაგოგს, 5-ის წყარო უცნობია, დანარჩენები  კი  წარმოადგენენ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტს. მიუხედავად  გაზრდილი რიცხვებისა  სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რეგულაციების დაცვისა და სიშვიდისკენ მოგვიწოდებენ.ამბობენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში