3 657 საარჩევნო უბანში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს

15 სექტემბერი 2020, 17:44 1264 ნახვა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა   შერჩევა   დასრულდა. 3   657 საარჩევნო უბანში არსებულ 21 942 ვაკანტურ ადგილზე აირჩა 21  894  წევრი. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, არც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და შესაბამისი განკარგულება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის შესახებ, უფლებამოსილი პირების მიერ ამ დროისთვის არ გასაჩივრებულა. ანა მიქელაძის თქმით, ვაკანტურ ადგილზე დაზუსტებული საბოლოო მონაცემების მიხედვით სულ დარეგისტრირდა 25 ათასზე მეტი განაცხადი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში