ბათუმში დაგეგმილი ძალოსნობის ეროვნული ჩემპიონატი გადაიდო

15 სექტემბერი 2020, 12:41 261 ნახვა

ბათუმში, ოქტომბერში დაგეგმილი საქართველოს ჩემპიონატი ერთი თვით გადაიდო - ინფორმაციას  საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

​''ქვეყანაში შექმნილი ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში გასამართი ეროვნული ჩემპიონატი გადავადდეს ნოემბრის პირველ დეკადამდე.

კონსულტაციები შესაბამის უწყებებთან გაგრძელდება და შეჯიბრის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით განახლებული დებულების სახით. გისურვებთ ჯანმრთელობას!'' - წერია ძალოსნობის ფედერაციის გავრცელებულ განცხადებაში. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში