შაქარაშვილის საქმე - ხუთი დაკავებულის სასამართლო პროცესი

15 სექტემბერი 2020, 10:06 847 ნახვა

გარდაცვლილი ფეხბურთელის  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე,  მცხეთის რაიონულ სასამართლოში განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებების დაშვების საკითხი განიხილება.

ბრალდებულების უფლებადამცველები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებენ, რადგან მათი თქმით, მტკიცებულებები კანონის დარღვევით არის მოპოვებული. დღესვე გაიმართება 6 არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი რომელიც 15 საათზეა ჩანიშნული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში