საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება - ამირან გამყრელიძე

14 სექტემბერი 2020, 14:59 1178 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით საქართველო მაინც მწვანე ზონაში რჩება.

ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკაოთ ზრდის მაჩვენებლი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4 665, სექტემბერში  – 7 961, მაგრამ 4 სექტებრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8 259“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში