ბათუმში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდა

14 სექტემბერი 2020, 12:53 5677 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, ღამის 12:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდა შემდეგ ქუჩებს: გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას გრიბოედოვის ქუჩიდან ჰაიდარ აბაშიძის ქუჩამდე.

კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში