კოვიდ -19 გედევან ფოფხაძეს დაუდასტურდა

13 სექტემბერი 2020, 15:11 971 ნახვა

ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა.

ამასთან, ტესტის პასუხს ელოდებიან მისი თანაპარტიელები ზვიად კვაჭანტირაძე და ბექა ნაცვლიშვილი, პარტიის სხვა ლიდერები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილსა და მის მეუღლეს კოვიდ-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში