ბათუმში PCR ტესტირებისთვის კარვები ორ ლოკაციაზეა გაშლილი - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

13 სექტემბერი 2020, 13:57 1669 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის კარვები ბათუმში ორ ლოკაციაზე - ე.წ. ხოფის ბაზრობისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშლილი.  ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.

მათივე ცნობით, აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაშიც ხორციელდება.

  • ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2;
  • საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30;
  • ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20;
  • N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7;
  • თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.

მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ კლინიკებს 10:00 – 17:00 საათამდე მიმართონ.

"აჭარაში კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღეს კოვიდინფიცირებული პაციენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.

რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.

18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს, გადაყვანილ იქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ“,- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში