„სასულიერო პირი“ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით დააკავეს

13 სექტემბერი 2020, 12:53 1377 ნახვა

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1984  წელს დაბადებული მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა.

მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა,  მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში  გავრცელებით დაემუქრა. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში