რიგითი ნომრები წილისყრით

12 სექტემბერი 2020, 12:51 1831 ნახვა

საარჩევნო სუბიექტებისათვის რიგითი ნომრის მინიჭება ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე წილისყრის პროცედურით მოხდება. შედეგად, ცესკო-ში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკო-ში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. 

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება მომართონ ცესკო-ს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში