1 ოქტომბრამდე დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში დაიწყება

11 სექტემბერი 2020, 17:57 1896 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, საკლასო ოთახებში სწავლა დიდ ქალაქებში 1 ოქტომბრამდე გადაიდო. მოსწავლეები 15 სექტემბრიდან სწავლას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში დაიწყებენ. ხვალიდან იწყება იმ პედაგოგების ტესტირება, რომლებსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

პრემიერის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მითითება მიეცა, რომ მზად იყოს 3 000 საწოლი, ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის შემთხვევაში. გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანა არ არის მზად, მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისთვის, რასაც არც აპირებენ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში