ამერიკული კინოაკადემიის ახალი სტანდარტები

10 სექტემბერი 2020, 14:00 1005 ნახვა

ამერიკულმა კინოაკადემიამ ახალი კრიტერიუმები დაუწესა იმ ფილმებს, რომლებიც ოსკარისთვის იბრძოლებენ ნომინაციაში „საუკეთესო ფილმი“.  ეს მოთხოვნები ეხება თემატიკას, გმირთა  და შემოქმედებითი კოლექტივის შემადგენლობას.

სურათში რასობრივი, გენდერული, ეთნიკური უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები  უნდა იყვნენ წარმოდგენილი.  ერთ-ერთი მთავარი ან  მეორეხარისხოვანი პერსონაჟი რასობრივ და ეთნიკურ უმცირესობას უნდა განეკუთვნებოდეს და სიუჟეტი სწორედ ერთ-ერთი ამ ჯგუფის  პრობლემის ირგვლივ  უნდა ვითარდებოდეს.  

ეს სტანდარტები სასურველი იქნება უკვე 2022 წლიდან. 2024 წლიდან კი „ოსკარზე“ ნომინირებული  საუკეთესო ფილმი ამ კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი