მონიტორინგი სკოლებში

10 სექტემბერი 2020, 10:27 1354 ნახვა

ამ დროისთვის შემოწმებული 1500-მდე სკოლიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს 81 სკოლა ვერ აკმაყოფილებს. გუშინდელი მონაცემების თანახმად, შემოწმებული 1500 სკოლიდან სწავლის გაგრძელების ნებართვა ამ ეტაპზე მხოლოდ 614 სკოლას მისცეს.

სკოლები ახალ სასწავლო წელს პანდემიის გამო შემუშავებული სპეციალური პროტოკოლით ხვდებიან.განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ შემუშავებული რეგულაციებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვა მოეთხოვება როგორც სკოლებს და მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებსა და მშობლებს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში