ბრალდებულებმა კვალი გააქრეს - შაქარაშვილის საქმის პროკურორი

08 სექტემბერი 2020, 18:31 1239 ნახვა

ახალი ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე. დასკვნით ირკვევა, რომ 19 წლის ფეხბურთელის ტანსაცმელზე კვლევა ვერ ჩატარდა, რადგან წარმოდგენილი მასალა კვლევისთვის უვარგისი აღმოჩნდა. ხელის მტევნებსა და ფრჩხილებში არ არის ბრალდებულების დნმ-ის ნიმუშები აღმოჩენილი.

საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულებმა არა ერთი მტკიცებულება გაანადგურეს. ყაზარაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებაში წარდგენამდე ისინი კარგად მოემზადნენ და საკუთარ სხეულზე ყველანაირი კვალი გააქრეს. პროკურორი, გარდა ამისა ამბობს, რომ ბრალდებულებმა ინფორმაციები ტელეფონებშიც წაშალეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი