ინციდენტი საარჩევნო უბანთან

09 ოქტომბერი 2016, 00:00 3097 ნახვა

ინციდენტი 68-ე ოლქის 45-ე უბანზე. ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ 45-ე უბანთან ქართული ოცნების აქტივისტები შენიშნა, ისინი ამავე უბნის კომისიის ერთ-ერთი წევრის მოთხოვნას აპროტესტებდნენ, რომელიც რამდენიმე ბიულეტენის ბათილად ცნობას ეხებოდა. სწორედ ამან გამოიწვია უბანზე ქაოსი და საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ადგილზე ასევე მივიდა ქართული ოცნების სიის მეორე ნომერი ირაკლი ჭეიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ უბანზე სერიოზული არაფერი მომხდარა.

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი