არჩევნები 2016 - გამოხმაურება

09 ოქტომბერი 2016, 00:00 3424 ნახვა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს უცხოური მედია ეხმაურება. საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა. ,,ბიბისის" ცნობით, ხმების 55 პროცენტის დათვლის შედეგად “ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის 50 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილი კი ოპოზიციურმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიკავა. ბრიტანული გამოცემა, პრემიერის მიერ გამარჯვების გამოცხადების შესახებაც წერს. ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს ,,ალჯაზირა", რომლის თანახმადაც არჩევნებში ორი მთავარი პოლიტიკური ძალა იმარჯვებს. გამოცემა წერს, რომ დასავლელი მოკავშირეები თვალყურს ადევნებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, შეძლებს თუ არა საქართველო ძალაუფლების გადაბარების მშვიდობიანად დასრულებას. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებზე, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის ტესტზე წერს ,,როიტერიც". გამოცემის თანახმად, საარჩევნო უბნების 22 პროცენტის დათვლის შედეგად ქართულმა ოცნებამ 52.67 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო, ოპოზიციურმა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ კი 24.85 პროცენტი ადამიანის მხარდაჭერა. არჩევნებზე წერენ ,,სპუტნიკ ინთერნეიშენალი" და ,,აზერტაჩ ნიუსი". 

ამავე კატეგორიაში