გენდერული თანასწორობის კომისიის შეხვედრა

04 სექტემბერი 2020, 10:58 1006 ნახვა

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურები, თავშესაფრის შემდგომი პროგრამები ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრაქტიკების აღმოფხვრა და სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების მექანიზმები, -  ამ საკითხებზე გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა.

კომისიის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში