შერეული კომისიის სხდომა

05 აპრილი 2016, 00:00 3937 ნახვა

სამთავრობო შერეულმა კომისიამ ხელვაჩაურში მცხოვრებ, ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე იმსჯელა. კომისიამ ამ ეტაპზე უპირატესობა ეკომიგრანტებს მიანიჭა. კაპრეშუმში, სადაც ორი 50 ბინიანი სოციალური სახლი აშენდა, ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. ბენეფიციარებმა განცხადებით, 11 აპრილიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს უნდა მიმართონ. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, განცხადებების განხილვის პროცესს სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ არასამთავრობო ორგანიზაციებიც დაესწროს.

ქეთევან ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში