დღეიდან მესტიის მიმართულებით ავიარეისები განახლდება

03 სექტემბერი 2020, 11:56 943 ნახვა

დღეიდან ნატახტარი - მესტიის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები განახლდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავიარეისები სამშაბათის და შაბათის გარდა კვირაში 5-ჯერ შესრულდება.

ავიარეისზე მგზავრობის ღირებულება ზრდასრულთათვის - 90 ლარი იქნება,  3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის გავრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა.

სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში