რეგულაციები განათლების დაწესებულებებისთვის

02 სექტემბერი 2020, 18:39 1393 ნახვა

სასწავლო პროცესის გადადება არ იგეგმება და იგი 15 სექტემბერს დაიწყება, მანამდე კი სკოლებში ინსპექციის სამსახური შევა, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად იქნა დაცული ყველა რეკომენდაცია,მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სკოლები სწავლის განახლებას, ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რამდენად შეძლებენ სკოლები მოსწავლეების კლასებში ისე განთავსებას, რომ მოხდეს დისტანციის დაცვა 10 სექტემბრამდე ყველა სკოლას გადაეცემა თერმოსკრინინგისთვის საჭირო მოწყობილობები, რომლებიც ყოველ დილას სკოლაში შესვლისას ყველასთვის აუცილებელი იქნება.

თავად სკოლები გააკონტროლებენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და გაკვეთილების მიმდინარეობის დროს განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებმა იარონ სკოლაში და დაესწრონ საგაკვეთილო პროცესს.

მისივე განცხადებით, სკოლას აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, შაბათი დღე გამოიყენოს სასწავლო დღედ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში