ბაჩალიაშვილების ოჯახი პროკურატურასთან საპროტესტო აქციებს იწყებს

30 აგვისტო 2020, 12:48 1569 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები 40 დღეზე მეტია გამოძიებისგან პასუხების მოლოდინში არიან, დღეიდან კი გარდაცვლილი პროგრამისტის მშობლები პროკურატურასთან აქციებს იწყებენ და მოსახლეობას თანადგომას სთხოვენ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევნის ტერირტორია, იქ სადაც ბაჩალიაშვილის კუთვნილი მანქანა და ცხედარი აღმოაჩინეს ამ დრომდე ლენტებით არის შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რა სამუშაოებს ასრულებენ სამართალდამცველები ტერიტორიაზე თითქმის  2 თვის განმავლობაში ამ დრომდე უცნობია. ბაჩალიაშვილის კუთვნილ ავტომობილს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ექსპერტიზა ჩაუტარდება. საქმეში სამხარაულის საექსპერტო ბიუროს ექსპერტებთან ერთად კომპანია „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

ოჯახის ინტერესების დამცველი პროკურატურისგან უშედეგოდ მოითხოვს, გასაჯაროვდეს ერთი კვირის ვიდეოჩანაწერები იმ სამი ავტომობილის გადაადგილებისა, რომლებიც ოჯახისა და ინტერესების დამცველის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ბაჩალიაშვილის მანქანას უკან მიჰყვებოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში