ბერძენიშვილი უბნებთან მობილიზებულ კოორდინატორებზე საუბრობს

08 ოქტომბერი 2016, 00:00 2885 ნახვა

 ბათუმის 69-ე ოლქის 51 უბანზე დღეს კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა. აჭარის უმაღლეს საბჭოში რესპუბლიკური პარტიის სიის პირველმა ნომერმა უბნის სიახლოვეს მდგარ ავტომობილში მსხდომი პირები ქართული ოცნების მხარდამჭერებად მოიხსენია და ამომრჩევლების მუქარით მობილიზებაში დაადანაშაულა. დავით ბერძენიშვილის მტკიცებით, მანქანაში მყოფებს თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სია, მათი საკონტაქტო მონაცემები, რომლებსაც საარჩევნო უბანზე მისვლას და სახელისუფლებო პარტიის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებდნენ. განცხადებებს პროვოკაციული უწოდა ქართული ოცნების წარმომადგენელმა. აკაკი გვიანიძის თქმით, დასახელებულ პირებს მმართველ პარტიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. საარჩევნო პროცესებთან კავშირი უარყვეს ავტომობილში მსხდომმა მოქალაქეებმაც.   

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში