ლავროვის განცხადება ფრენების აღდგენაზე და პოზიციები თბილისიდან

21 აგვისტო 2020, 18:16 4425 ნახვა

საქართველო თავისი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არავითარ დათმობას არ აპირებს, - ასე ეხმაურება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ინტერვიუს. არჩილ თალაკვაძის თქმით, თუ რუსეთს რაიმე ტიპის ნორმალიზაცია სურს, უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კი აცხადებს, რომ თუკი მსგავსი წინადადება იქნება, ამას მთავრობაში განიხილავენ, არა მხოლოდ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, არამედ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებითაც, რადგან რეგიონში საკმაოდ რთული ვითარებაა.

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიიჩნევს, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენებზე დაწესებული შეზღუდვა უნდა მოხსნას. ფრენებთან დაკავშირებით სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საქმეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში