აპირებს თუ არა აია სოფიას შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება კიდევ ერთი ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას?

21 აგვისტო 2020, 14:00 1401 ნახვა

თურქეთის ხელისუფლება  სტამბოლში მდებარე ხორას მინასტრის, სადაც მაცხოვრის სახელობის ტაძარი მდებარეობს მეჩეთად გადაკეთებას გეგმავს.  პრეზიდენტის გადაწყვეტილებით  გაუქმდა 1945 წლის  დადგენილება, რომლის საფუძველზეც ქრისტიანული მონასტერი მუზეუმად გადაკეთდა. მუზეუმი კი ღვთისმსახურებისთვის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს გადაეცა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მუზეუმად გადაკეთებამდე ქრისტიანული მონასტერი 434 წლის განმავლობაში მეჩეთი  ფუნქციონირებდა. მუსლიმურ სამლოცველოდ ტაძარი 1511 წელს,  კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ გადაკეთდა.

მეექვსე საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიის დროს  აგებული ტაძრის საცავში  ბიზანტიური ფრესკებისა და  მოზაიკის უნიკალური კოლექცია ინახება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში