„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“: ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა

21 აგვისტო 2020, 13:06 1118 ნახვა

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს, რომელიც ბასილაშვილის მეუღლის ინტერესებს იცავს.

პროკურატურამ ბასილაშვილისთვის ბრალის დამძიმების თაობაზე მათი მოთხოვნა გაიზიარა. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მათი განმარტებით, ასევე გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი წლების განმავლობაში ახორციელებდა გენდერული ნიშნით სისტემატურ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობას, რის შედეგადაც ნელი დოროყაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში