ზამლეთი-ხიხაძირის საგზაო მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა

19 აგვისტო 2020, 10:18 1625 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთი-ხიხაძირის საავტომობილო  გზის მიმართულებით, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის ხეობას უკავშირდება, დღეიდან  31 აგვისტოს ჩათვლით გზის სავალ ნაწილზე  დაგეგმილია ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რის გამოც დილის 9  საათიდან 21:00 საათამდე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობა არ შეეზღუდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში