ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

19 აგვისტო 2020, 09:08 966 ნახვა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.

უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, რომლის წევრები ხელოვანები, მწერლები და ბიზნესმენები არიან, ხელისუფლების მიტაცებაა და რომ „ცხელი თავების გასაგრილებლად“ ყველა საშუალება აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი