ქობულეთში ქუჩები დაიტბორა

15 აგვისტო 2020, 12:15 1409 ნახვა

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქობულეთში. დაიტბორა რკინიგზის სადგურის მიმდებარე რამდენიმე ქუჩა, რის გამოც, საავტომობილო მოძრაობა შეფერხდა.

ქობულეთის მერიაში განაცხადეს, რომ მდგომარეობის შესასწავლად ადგილზე გასული იყო ჯგუფები. მერიის ინფორმაციით, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. კერძოდ, დაიტბორა რუსთაველისა და ძველი საავადმყოფოს უბანში მდებარე ხუთი კერძო სახლის პირველი სართულები.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში