ბელარუსში აქციის 7 ათასამდე მონაწილე დააკავეს

14 აგვისტო 2020, 17:02 1152 ნახვა

მოსკოვში, ბელარუსის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა, - ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდაჭერის მიზნით მოსკოვში 300-მდე ადამიანი შეიკრიბა. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ოფიციალური მონაცემებით, აქციების დროს 6 700-მდე მოქალაქე დააკავეს, 2 ადამიანი კი გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში