კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა

14 აგვისტო 2020, 12:02 1034 ნახვა

კორონავირუსით ინფიცირების 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დღეს საქართველოში , მათგან 3- ის ინფიცირების წყაროს  ეპიდემიოლოგები იკვლევენ.6 ლენჯერიდან არის , 11 პაციენტი  დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტებია, 1 სამედიცინო პერსონალი, 2 კი იმპორტირებული შემთხვევაა , რომელთაგან ერთი  ბათუმში დაფიქსირდა. ინფიცირებული თურქეთიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის მძღოლია , რომელიც უკვე თურქეთში გადაიყვანეს. ქვეყანაში  დღეს 17 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა და კოვიდ ცენტრებში მკურნალობას 204 პაციენტი აგრძელებს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში