ბაჩალიაშვილის დედის განცხადების საფუძველზე, პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტზე შემოწმება დაიწყო

13 აგვისტო 2020, 16:28 469 ნახვა

საქართველოს გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის დედის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე.

''გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას'' - წერია განცხადებაში. 

დღეს თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პროკურორი მას აბულინგებდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში