თუ არ დავიცავთ წესებს შესაძლოა, სექტემბერში სწავლის დაწყებას რისკი შეექმნას - ტიკარაძე

12 აგვისტო 2020, 12:19 2206 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპისთვის სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა სამომავლოდ ყველაფერი მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სექტემბერში სკოლის დაწყებას საფრთხე რომ არ შეექმნას, მოსახლეობამ წესები უნდა დაიცვას. 

''ამ ეტაპზე სწავლასთან დაკავშირებით ცვლილებებს არ ვგეგმავთ. მოქალაქეები ელოდებიან, რომ მათი შვილები წავლენ სკოლებში, ეს არის ძალიან მტკივნეული საკითხი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე.

თუ ჩვენი ქცევა იქნება ისეთივე, როგორიც არის დღეს: არა ნიღბის ტარება, არა სოციალური დისტანცირება და ა.შ. ეს რა თქმა უნდა მიგვიყვანს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ შესაძლოა, რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას. აქედან გამომდინარე სრული მობილიზაციაა საჭირო, რომ ჩვენს ბავშვებს მიეცეთ უსაფრთხო სკოლებში განათლების მიღების საშუალება", - განაცხადა მინისტრმა. 

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიღებული არ არის. 

''1000 ტესტის შედეგს ველოდებით, რომელიც მოგვცემს კონკრეტულ სურათს და ანალიზის საშუალებას. თუ როგორი ღონისძიებები იქნება ქვეყნის მასშტაბით გასატარებელი. ამ ეტაპზე დამატებით გამკაცრებაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეები აქტიურად იყვნენ ჩართულები და მათი სოციალური პასუხიმგებლობა დარჩეს მაღალი, როგორც იყო გაზაფხულზე'' - ამბობს მინისტრი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში