სოფელ ლენჯერის კერასთან უკვე 30 შემთხვევაა დადასტურებული, რაც ძალიან ბევრია - პაატა იმნაძე

12 აგვისტო 2020, 11:36 1142 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, სვანეთში, სოფელ ლენჯერის წყაროსთან კავშირში მყოფ 30 პირს კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ეს სრული სურათი არ არის, დღის ბოლომდე ისინი 1000 ტესტის პასუხს ელოდებიან.

"დღეისათვის ლენჯერის შემთხვევასთან კავშირის მქონე და ლენჯერში 30 შემთხვევაა უკვე დადასტურებული, აქედან 5 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, დანარჩენი დადასტურებულია თვითონ სვანეთში. გუშინ 400-ზე მეტი ტესტი აიღეს ადგილზე და იქიდან არის 12 ახალი შემთხვევა.

დღეისათვის 600-მდე ტესტი ჩასულია ქუთაისში და დაწყებულია ანალიზები. 400-ზე მეტი ტესტი ჩატანილია ზუგდიდში და დაწყებულია კვლევები. ანუ ჯამში 1000-ზე მეტი ადამიანის ტესტირება მოხდა, გამოკვლევები დღესაც მიმდინარეობს და არეალი კიდევ უფრო გაფართოვდება.

30 შემთხვევა დადასტურებულია ერთ კერასთან ეს არის ძალიან ბევრი, ამიტომ ის ღონისძიებები რაც გატარდა მესტიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მომხდარიყო შეკავება. მაგრამ მინდა ყველამ კარგად იცოდეთ, რომ თუ ასეთი ქვეყანაში რამოდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, იმიტომ რომ არცერთი რესურსი იმას არ ეყოფა, რომ ასე ცალ-ცალკე მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობდეს ასეთი კვლევები.

ეს 1000 სინჯი, რომელიც გუშინ არის აღებული გვაჩვენებს რეალურად რა სიტუაციაა მესტიის მუნიციპალიტეტში"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში