​კორონაკირიზისი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტიებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი - გიორგი ვაშაძე

11 აგვისტო 2020, 15:43 315 ნახვა

კორონაკრიზისი მხოლოდ "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პარტნიორებისთვის აღმოჩნდა კარგი ბიზნესი"- ეს განცხადება სტრატეგია აღმაშენებლის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის სფეროს პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, კრიზისის შედეგად ქვეყანაში უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩა, რითაც "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა ისარგებლეს.

„21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის ბევრია ისეთი სასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც "ქართული ოცნებისთვის" დიდი შემოწირულობები გააკეთეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიასა და მათ მეგობრებს ემსახურება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის დროს 24 მილიონამდე ლარი დაიხარჯა გამარტივებული შესყიდვით სასტუმროს მომსახურების შესაძენად და სასტუმროების მფლობელთა უმეტესობა "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან.

"სტრატეგია აღმშენებლის" ლიდერის თქმით, "დამსხვრეულმა ოცნებამ" არაფერი გააკეთა ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების დასახმარებლად. მისი თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ ფაქტების გამოძიება მოხდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში