შაქარაშვილი არსებულ დაზიანებებს ხიდიდან ჩავარდნით ვერ მიიღებდა, ადგილი ჰქონდა ბლაგვი საგნით ზემოქმედებას - გეჯაძე

11 აგვისტო 2020, 15:36 301 ნახვა

დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ასევე მონაწილეობდა კოპლექსურ ექსპერტიზაში ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე პასუხი გაეცა 14-დან 8 კითხვას, მოკვლევა კი გრძელდება. 

დადგინდა, რომ 19 წლის ფეხბურთელი სხეულზე არსებულ დაზიანებას ხიდიდან ჩავარდნით ან ბილიკზე დაგორებით ვერ მიიღებდა. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მკვრივი, ბლაგვი საგნით ზემოქმედებას.

''ამ ეტაპზე შუალედური დასკვნით პასუხი გაეცა პირველ რვა შეკითხვას. ანალიზის საფუძველზე, საქმის მასალების შესწავლით და შემთხვევის ადგილზე გასვლით ექსპერტები მივედით ერთიან გადაწყვეტილებამდე და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არ ჰქონია. დადგინდა, რომ შაქარაშვლი დაზიანება ხიდიდან ჩავარდნით ვერ მიღებდა, ცალსახად გამოირიცხა ბილიკზე დაგორების ვერსიაც. დაზიანებები განვითარდა ცემის რეჟიმში, ყველა არის სიცოცხლის დროინდელი.  შეკითხვების ნაწილზე პასუხი გაცემული ჯერ არ არის. ეს იმიტომ, რომ მიმდინარეობს კვლევები და საქმის შესწავლა. 

იდგა საკითხი ხომ არ იყო გონების დაკარგვის ეპიზოდი, ან ტრავმული შოკისთვის დამახასიათებელი პერიოდი. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა, გამოყოფილია ექიმ-კლინიცისტები. მეორე ეტაპზე იქნება შეხვედრა და ვისმჯელებთ ამ საკითხებზეც. ასევე დადგინდება რამდენი ხანი იმყოფებოდა შაქარაშვილი წყალში'' - განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ

ის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტია. 

19 წლის ფეხბურთელის საქმეზე დღეს ბრიფინგი იყო პროკურატურაშიც. უწყების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში