განზრახ მკვლელობის მუხლით შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება 5 პირზე დაიწყო

11 აგვისტო 2020, 15:08 535 ნახვა

,,სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა. მას დაზიანებები მიყენებული აქვს მკვრივი, ბლაგვი მატრამვირებელი საგნით, ისეთი როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ქვა, ფეხი  ან მუშტი“ ასეთია სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროკურატურამ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას გააცნო. 

იმის მიუხედავად, რომ კვლავ გრძელდება კომპლექსური კვლევები ბრალი უკვე დაუმძიმდათ  დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არასრულწლოვნებს ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. მათ 13-დან 17  წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში