„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა კახეთიდან დაიწყო

10 აგვისტო 2020, 11:09 275 ნახვა

ირაკლი ქადაგიშვილია  ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  კახეთში. ქადაგიშვილი მოსახლეობას პარტიამ ცოტა ხნის წინ წარუდგინა, რითაც სახელისუფლებო პარტიამ ამომრჩეველთან შეხვედრა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა თელავიდან  ოფიციალურად დაიწყო.

დღესვე  პარტიის ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში